– სანამ იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება

იტალია სრულიად ჩამოიშლება, სანამ მისი მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, – ასე გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, რომის ცენტრში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას.
„მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინისთვის იტალიის მხარდაჭერამ, მათ შორის სამხედრო დახმარებამ და ევროკავშირის მექანიზმების მეშვეობით დახმარებამ, დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია“. სანამ იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, დღეს რომში, კოლიზეუმის მიმდებარედ შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა. კოშკი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა.