მარია ზახაროვა: რუსეთსა და ირანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება

რუსეთსა და ირანს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მომზადება დასკვნით ეტაპზეა, ხელმოწერა პრეზიდენტების შეხვედრაზე იგეგმება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ახალი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი დამტკიცების საბოლოო ეტაპზეა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, დოკუმენტი მოიცავს რუსეთ-ირანის მრავალმხრივ კავშირებს და ოფიციალურ დონეზე აფორმებს მოსკოვისა და თეირანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ, სტრატეგიულ ხასიათს.

„მოქმედი შეთანხმების ხელმოწერიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მას ხელი მოეწერა 2001 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო კონტექსტი და ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო ზრდას განიცდის“, – დასძინა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება