მარია ზახაროვა – რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ავრცელებს.
„ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი არის“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.
„მოქმედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო აღმავლობას განიცდის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა.