მარია ზახაროვა – რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს

რუსეთი სთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად თავის წილს სოხუმიც გააკეთებს, მათ შორის რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, „აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვთან ალიანსის გაძლიერების ფართო მოთხოვნა არსებობს“.
„ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი ს შედეგად ლიდერის არჩევა მოხდება, რომელიც აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს