მარია ზახაროვა – თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ

თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს ს დატოვება მოუწევთ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
„მინდა პირდაპირ ვთქვა, ბერლინში ამის შესახებ დიპლომატიური არხებით უკვე იციან – თუ ისინი რუს კორესპონდენტებს შეეხებიან და თავიანთ ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვანენ, მაშინ გერმანელი ჟურნალისტები რუსეთს დატოვებენ“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი დაიბარეს, სადაც მას განუცხადეს, რომ რუსი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების მცდელობები მიუღებელია და მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა