– ევროკავშირი, ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერით, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღებას – საინტერესოა, დაიწყებს თუ არა საკუთარი თავის საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხვას?

ევროკავშირი ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერით, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტის მიღებას , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საინტერესოა, როდესაც ამ დოკუმენტის მიღებამდე მივა საქმე, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საკუთარი თავის საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხვას?
„ევროკომისია: „უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირში გზაზე შეფერხება გახდება”. და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება შეფერხება არ გახდება, ვთქვათ, ამ ხალხის მიერ სუბსიდიების, დახმარების ან გაერთიანების შიგნით მხარდაჭერის მიღებისთვის?
შეგახსენებთ, ანალოგიური შინაარსის, რიგ შემთხვევებში, გაცილებით უფრო მკაცრი, უცხოური აგენტების შესახებ კანონები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, პირველ რიგში “ეტალონურ” დემოკრატიებში. მათგან დაიწყო ყველაფერი. მაგალითად, -ში ჯერ კიდევ 1938 წლიდან მოქმედებს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA), ავსტრალიაში – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ, დიდ ბრიტანეთში – ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, ისრაელში – არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, საფრანგეთში – უცხოური ჩარევის აღკვეთის შესახებ (სენატში კენჭისყრა უახლოეს მომავალში იგეგმება)…
თავად ევროკავშირი, მისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერაში, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტის მიღებას – “პაკეტი დემოკრატიის დაცვისთვის”. ზოგიერთ ელემენტში, ჯერ მონახაზის ფორმით, რეგლამენტის პროექტი უფრო მკაცრადაც გამოიყურება, ვიდრე მისი ამერიკული წინაპარი.
საინტერესოა, როდესაც ამ დოკუმენტის მიღებამდე მივა საქმე, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საკუთარი თავის საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხვას? სახელიც კი მოვიგონე – პოსტმოდერნ ბიპოლარული”, – წერს ზახაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ