მარია ზახაროვა – დამასკოს აეროპორტზე ისრაელის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

დამასკოს აეროპორტზე ს თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისრაელის პროვოკაციულ თავდასხმას სირიის მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.
დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა უკიდურესად საშიში შედეგებით არის სავსე, განსაკუთრებით პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების და რეგიონული დაძაბულობის გაზრდის კონტექსტში“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სირიის დედაქალაქის აეროპორტი და სხვა სამიზნე ობიექტები გუშინ დაბომბა.