მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა

„აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეცდომებისა და განხორციელებული აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა.
„არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა ს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში“, – აცხადებს ხაზაროვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს მიერ ოკუპირებული სა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება კვლავ მოლაპარაკებების პროცესის მთავარ პრიორიტეტებს შორის რჩება. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ამ პროცესებს ხელი შეუწყოს.