მარიამ ხაჭვანის ფილმი – „კაცების მიწა“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია

სარაევოს 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო – “სარაევოს გული” – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში გადაეცა მარიამ ხაჭვანის ფილმს “კაცების მიწა”.
“კაცების მიწა” მოგვითხრობს უშგულის მთის წესზე, რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავთ, მიწა უნდა გადაეცეს უახლოეს მამაკაც ნათესავს, რომელიც ოჯახის გვარს გააგრძელებს. მომღერლობაზე მეოცნებე ქალი საკუთრების შესანარჩუნებლად მოძველებული ადათ-წესებისა და ტრადიციების საპირისპიროდ იბრძვის, ხოლო მისი სიმღერა დამცავი ფარი ხდება დამცირების საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე