მარიამ წიკლაური: მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერთ და თან ვითომ მათზე ზრუნავთ, რომ უფრო იაფად იყიდონ პროდუქტი?

პოეტი, მთარგმნელი, საბავშვო ავტორი მარიამ წიკლაური:
მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერთ და თან ვითომ მათზე ზრუნავთ, რომ უფრო იაფად იყიდონ პროდუქტი? ამას სახელი არ ჰქვია. რაც გვჭირს, ესაა ვიღაცის ახირებებითა და კაპრიზებით ცხოვრების მოწყობის ცდა! ცდა ცდად დარჩება, თუ ასე გააგრძელებენ სამართლიანობის აღსრულებას.
მხოლოდ სამართალზე დგას სახელმწიფოებრიობა, ამგვარი ექსპერიმენტულისამართალი და ე.წ. ნოუჰაუები კი არაფერია, ბოროტი თამაშისა და მარიაჟობის გარდა…
გვაცალეთ ცხოვრება, შეგვარგეთ ეს სიცოცხლე, გეყოთ ამდენი ულოგიკო კანონის გამოგონება, სახლში ითამაშეთ, ვინ გიშლით…