მარიამ ჩოფლიანი: ბაბუა მოკლეს, ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ

მარიამ ჩოფლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ბაბუაჩემი, დედის მხრიდან, ახლავ არღვლიანი იყო. არასდროს გვღირსებია შვილიშვილებს მისი ჩახუტება და სითბო გვეგრძნო. ბაბუა მოკლეს, ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ, თურმე ისინი მსხვერპლი და ტყუილად მოკლულები. მხოლოდ ბაბუასი არა, კიდევ ლაშა უშხვანის, ბებოს ძმისშვილის და არა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს!
ბაბუას ისტორიას ყურმოკვრით ვისმენდი ხოლმე, მაგრამ როდესაც გავიზარდე კარგად მოვისმინე ეს ისტორია და თქვენც მოგიყვებით.
მინდა გადააზიაროთ ეს პოსტი, რადგან უკვე თავსგასულობაა ასე მართლება და სიტყვით გამოსვლები ! უსირცხვილობა !
ბაბუა საკუთარ აშენებულ სახლში იყო, დედა, სამი ძმა და ბებო გარდაბანში იყვნენ დროებით. ბაბუა იქ დარჩა საქონელს უვლიდა, სახლს, საერთოდ ყველაფერს. ალბათ ძალიან ცოტა გვყავს მისნაირი პატიოსანი და კეთილი ადამიანი. ერთ ასეთ დღესაც, დაღლილი ბაბუა სახლში დაბრუნებულა. საჭმლის ჭამას აპირებდა, როდესაც კარზე ბებოს ძმისშვილებმა დაუკაკუნეს ლაშა და გოჩა უშხვანებმა. დასხდნენ, საუბრობდნენ.
ბაბუას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თივის შესანახ ადგილას მოპარული მანქანა იდგა. ამ დროს მივიდა მასთან ევგენი აფრასიძე. ბაბუამ კარი გაუღო, შეიპატიჟა. გარეთ თურმე შმაგი და ომეხი აფრასიძეები იდგნენ დიდი მანქანით, ხალხით სავსე, შეიარაღებულები. ბაბუამ ევგენი შეიპატიჟა, რადგან ისედაც იცნობდა. მას უკითხავს მანქანა სად არისო, ბაბუამ რა მანქანაო, აი ის იქ რო აყენია შიგნითო. ეს მანქანა თვითონ ევგენის დისშვილს და კიდევ მეორე ახლობელს მიუციათ უშხვანებისთვის, მეორე დღემდე თქვენთან გყავდეთ ხვალ წავიყვანთო. დაუყენებიათ მათაც, საერთოდ არ იცოდნენ რომ ეს მანქანა მოპარული იყო. მოდი გაჩვენებ რა მანქანა არაფერი ვიციო და სადგომისკენ წასულა. ამ დროს მეორე სართულიდან ხმა გაუგიათ, ბაბუასთვის ცემა დაუწყიათ ვინ არიან ზევითო, მუცელში ნარტყამები ეტყობოდა გარდაცვლილს. კიბეზე ლაშა რომ ჩამოდიოდაო ჩამოსვლაც არ აცალეს ატყდა სროლა. ლაშა უშხვანი კიბეებზევე მოკლეს, ბაბუასაც იქვე ესროლეს, ფეხში დაჭრეს არტერიას მოხვდა ზუსტად. კარის გაღებაც არ მოუსწრია ბაბუას, მანქანა არც კი დაუნახავს. გოჩაც დაჭრეს. ისე დატოვეს ბაბუაჩემი სისხლისგან დაიცალა. ლაშას გარდაცვლის, დახვრეტილს, შმაგი აფრასიძემ შუბლში ქუსლი ჩაარტყა. დედა მიყვებოდა რომ დაკრძალვის დროსაც ეტყობოდა ის ფეხსაცმლის კვალი. მხოლოდ ისინი არ მოუკლავთ ასე სასტიკად. დადეშქელიანი, ვიბლიანი, ორივე ახალგაზრდები. წლების მერე იმათაც წაართვეს სიცოცხლე.
დატოვეს დედა და მისი ძმები ობლად, ბებო ოთხი შვილით მარტო ქვრივი, ლაშას დედამ არ ნახა სიმწარე? დედას რომ შვილი მოუკლეს? მათ ძმებს და დას არ მოუკლეს ძმა? თან როგორ მოკლეს ჩაცხრილეს… დაცხრილული იყო თეფში, ჭიქა ყველაფერი ჩვენს სახლში…
მომსწრეები ჰყავდა ამ ამბავს, მაგრამ ისე წამებში მოხდაPrime Time • პრაიმ ტაიმი და უსირცხვილოდ თავი მსხვერპლად გამოჰუშბის ხეობა- ბეჩოს თემივეებადო ისე ამბობს გეგონება კუბდრის ჭამის მეტი ცხოვრებაში არაფერი ეკეთებინოთ… ყაჩაღები იყვნენ და მკვლელები !
Thea Tsulukiani Prime Time • პრაიმ ტაიმი