მარიამ ქვრივიშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაბანას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ტრანსპორტის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელშიც არმიდა სალსია ალისჯაბანა 22 ოქტომბერს
მიიღებს მონაწილეობას და პანელურ დისკუსიაზე – Rewiring Global Trade სიტყვით გამოვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (ESCAP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინკლუზიური სამთავრობათშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის 53 წევრ სახელმწიფოსა და 9 ასოცირებულ წევრს შორის მდგრადი განვითარების მიმართულებით. არმიდა სალსია ალისჯაბანა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
