მარიამ ფოცხიშვილი ვანკუვერში დედოფალ ელიზაბეტის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობს

უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ბალერინა მარიამ ფოცხიშვილი ვანკუვერში დედოფალ ელიზაბეტის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ავრცელებს:
“მარიამ ფოცხიშვილი – გუშინდელი პრემიერის ფოტოა. ვანკუვერის დედოფალ ელიზაბეტის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
მარიამმა ამ მცირე დროში, როგორც აკადემიის ახალგაზრდული დასის წარჩინებულმა სტუდენტმა, მონაწილეობა მიიღო საბალეტო სპექტაკლ “მაკნატუნაში”. ეპიზოდები: ფიფქები, ყვავილების ვალსი და ესპანური.
ასევე ამ სპექტაკლისთვის მოწვეულები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი სოლისტები ჩინეთის ნაციონალური Kide Royal danish national ballet და Pacific Northwest ballet-იდან.
კიდევ ხუთი დღე გრძელდება სპექტაკლები და დანარჩენ სიახლეებს ნელ-ნელა გაგაცნობთ. წარმატებები, მარიამ!”, – წერს დავით ფოცხიშვილი სოციალურ ქსელში.
მარიამი ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ ორი ოქროს მედალი, ვანკუვერის საბალეტო სკოლაში სწავლის დაფინანსება და ჟიურის სამი წევრის უმაღლესი შეფასება მოიპოვა ამერიკაში.
“ბალეტი საზღვრებს მიღმა” – ეს მეორე კონკურსი იყო, სადაც მარიამმა მონაწილეობა მიიღო. პირველად ტოკიოში, საუკეთესო ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?