მარიამ ლაშხი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტად დარჩენაზე, მიუხედავად იმისა სად იქნება, მიუთითებს მხოლოდ დესტრუქციაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტად დარჩენაზე, მიუხედავად იმისა სად იქნება, მიუთითებს მხოლოდ დესტრუქციაზე. თუმცა სიმბოლიკა, დატვირთვა და თავისუფლება დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს არჩევნების გზით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„არჩევნების გზით მოხდა ახალი ხელისუფლების დაკომპლექტება და პრეზიდენტის არჩევა. კონსტიტუციის დაცვა და ყველა იმ დემოკრატიის საკანონმდებლო ფუნქციის აღსრულება მოხდება 29 დეკემბერს.
საბედნიეროდ დემოკრატიებში კონკრეტული პირების სურვილებზე დაფუძნებული არ არის ქვეყნის მოწყობა, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად ქვეყანაში აღსრულდება კონსტიტუცია და 29-ში იქნება მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა