მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე: STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე: STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს მარიამ ლაშხს ჰკითხოს თუ ვინ არის და რა გაუკეთებია.
ლაშხის განცხადებით, რაც დრო გადის უფრო კარგად გამოჩნდა, რომ დიხამინჯია კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, რომელიც ქვეყნის გარეთ ყოველი გასვლის შემდეგ დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.
„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო…
STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავისი სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.
როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა