მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მარიამ ლაშხის განცხადებით, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამით არაფერი შეიცვლება.

ლაშხის თქმით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს როგორც თბილისის, ისე რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობის შედეგად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობით მანიპულაცია არახალია, თუმცა, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს ჯერ ერთი რიტორიკა და შემდეგ მეორე რიტორიკა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ მის ამომრჩეველთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ, როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ სწორედ იმ ხედვით, იმ შედეგებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და პირველ რიგში, ხალხის ნდობით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ