მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო. სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ გრიგოლიშვილია.
გრიგოლიშვილმა ქვეყნის განვითარების უმთავრეს პირობად ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და მათი გამოწვევების მოსმენა დაასახელა.
„ეს გახლავთ სივრცე დიალოგისათვის, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს, ყველას, ჩვენი წილი საქართველო გვიყვარს, ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთე გავაკეთოთ, ეს პროექტიც, სწორედ, ამის გამოძახილია,“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო