მარიამ ბოლქვაძე ITF-ის ეგიდით გამართული W25 ტურნირის გამარჯვებულია

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული მარიამ ბოლქვაძე გახდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში დაამარცხა და ნახევარფინალშიც მარტივად სძლია ს სახელით გამომსვლელ ჩოგბურთელს, ალექსანდრა შუბლაძეს.
ეგვიპტეში ჩატარებული შეჯიბრებაზე მარიამ ბოლქვაძეს არცერთი სეტი წაუგია. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი ის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ