მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო – ვაღიარებთ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, დაცული იყვნენ გენოციდისგან

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან.
მოსამართლის განმარტებით, პალესტინელები გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, – აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.
ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ღაზაში ვითარების შემდგომი გაუარესების სერიოზული რისკი არსებობს და სასწრაფოდ საჭიროა დროებითი ზომების დაწესება იმის გამო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებებს.
შეგახსენებთ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება საქმის ძირითად ბრალდებას – მოხდა თუ არა გენოციდი – მაგრამ ფოკუსირებული იქნება სამხრეთ აფრიკის მოთხოვნაზე, სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომები გამოაცხადოს.

ასევე დაგაინტერესებთ