მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ – თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

“ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ, რომ “ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისი გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის “ჭამა”, ეს არის სისუსტის ნიშანი”.
როგორც შარმანაშვილი წერს, “ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”.
“მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. 10 წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ ( ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდათ) და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე. ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს – მოღალატე, ბ..ი….მართლა ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა