საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე 29 აპრილს დაანონსებული აქციის შესახებ:
„29-ში არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება. საქართველომ უნდა აჩვენოს თავის ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და სწორ, ქართულ, მყარ ეროვნულ კურსს. ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება..
ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში”.