მარგუს ცაჰკნა – შევხვდი გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
“შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინდელ ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია