მარგუს ცაჰკნა – „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ ქართველი ხალხი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, მოატყუა, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა.
„„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა“, – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო