მარგუს ცაჰკნა – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას აჩუმებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა