მარგუს ცაჰკნა – სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმასთან დაკავშირებით

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოსკოვში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმასთან დაკავშირებით. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ში იმყოფებოდა, 5 ივლისს მოსკოვში ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ