მარგუს ცაჰკნა – პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს – „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა