მარგუს ცაჰკნა – ევროპას მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლისთვის საკმარისი ბერკეტები აქვს – არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ს მიმართ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცაჰკნამ RND-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას.
„პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. ს მიზანი ამ ომში არა მხოლოდ ში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, – აღნიშნა ს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს.
„ორივე ჩვენს ხელშია და არა ამერიკელების ხელში”, – დასძინა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არ ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და -ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი თანხმობის გარეშე”, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ანგარიშსწორება რა შუაშია? კომისია იყო შექმნილი პარლამენტში, კონკრეტული პარტიები განისაზღვრა, რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებთ – როცა პოლიტიკოსი ხარ, პარტიას წარმოადგენ, ხალხს უნდა ემსახურებოდე