მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი: ბო­ლომ­დე არ მინ­დო­და ამ­ბის გამ­ხე­ლა, მაგ­რამ რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს და­რეკ­ვა, მე თვი­თონ დავ­წერ

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ქმარ­მა, რე­ჟი­სორ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ტიგ­რან კე­ო­სა­ინ­მა კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გა­ნი­ცა­და და კო­მა­შია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა.

  • “ბო­ლომ­დე არ მინ­დო­და ამ­ბის გამ­ხე­ლა, მაგ­რამ რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს და­რეკ­ვა, მე თვი­თონ დავ­წერ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ან­მა გა­ნი­ცა­და კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და კო­მა­შია. რო­გორც ბევ­რმა იცით, მას დიდი ხა­ნია გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა აქვს”, – წერს “ტე­ლეგ­რა­მის” არხზე სი­მო­ნი­ა­ნი.

ტე­ლეგ­რამ არ­ხის, “ბა­ზას” ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­ო­სა­ი­ა­ნი კლი­ნი­კა­ში დე­კემ­ბრის ბო­ლოს მო­ა­თავ­სეს. ექი­მე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას უკი­დუ­რე­სად მძი­მედ აფა­სე­ბენ. მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 2008 და 2010 წლებ­ში კე­ო­სა­ი­ან­მა ორ­ჯერ გა­ი­ტა­ნა გუ­ლის შე­ტე­ვა.

ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი 59 წლი­საა. 2016 წლი­დან რუ­სულ ტე­ლე­არხ NTV-ზე პრო­პა­გან­დის­ტულ გა­და­ცე­მის Международная пилорама-ის წამ­ყვა­ნია. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, კა­ნა­დამ და ავ­სტრა­ლი­ამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი