“მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კალვინ ფილიპსის გაყიდვას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაცია “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც დაადასტურა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, კალვინს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან ერთად გამგზავრება სურს, ამიტომ მისთვის სათამაშო დრო აუცილებელია.
“მანჩესტერ სიტიმ” ფილიპსი 2022 წელს, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.