“მანჩესტერ სიტი” ახალ მწვრთნელს ეძებს – “ქალაქელები” გვარდიოლას დაემშვიდობებიან

“მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლას 2025 წლის ზაფხულში დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხორხე პიკონი ავრცელებს.
პეპს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მომდევნო სეზონში ეწურება და “სიტის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპეციალისტი შეცვლის ესპანელს, თუმცა გასულ წელს ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ “ქალაქელები” გვარდიოლას იდეალურ შემცვლელად “ბრაიტონის” მთავარ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის მიიჩნევდნენ.
შეგახსენებთ, გასულ წელს გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად მოაგებინა.
ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს “ბარსელონასა” და “ბაიერნსაც” წვრთნიდა, პეპმა სამწვრთნელო კარიერაში ჯამში 37
ტიტული მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა