„მანჩესტერ იუნაიტედი“ რუბენ ამორიმის შემცვლელად ოლივერ გლასნერს განიხილავს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად „კრისტალ პალასის“ დამრიგებელს, ოლივერ გლასნერს განიხილავს, რომელმაც გათავისუფლებული რუბენ ამორიმი უნდა შეცვალოს.
გამოცემა Independent-ის მონაცემებით, მანჩესტერული კლუბის სიაში ასევე არიან „იფსვიჩის“ მთავარი მწვრთნელი კირან მაკენა და ენცო მარესკა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ჩელსიდან“ დაითხოვეს.
გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ იულიან ნაგელსმანი, რომელიც გერმანიის ნაკრებს უდგას სათავეში, ასევე შეიძლება იყოს პრეტენდენტებს შორის, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორი კრისტოფერ ვიველი კარგად იცნობს გერმანელი სპეციალისტის მუშაობას.