მანანა გიორგობიანის საქმეზე ბოლო, მე-6 პირიც დააკავეს – შსს

2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებული და დაკავებულია.
უწყების ცნობით, ინციდენტი დაიწყო მაშინ, როცა მოქალაქე მანანა გიორგობიანმა სუპერმარკეტის კონსულტანტებს ფულის დახურდავება სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდე-ჩანაწერებში ისმის, რომ გიორგობიანი კონსულტანტებს ემუქრება, რომ “ბიჭებს დარეკავს”.
უწყებს ცნობით, მანანა გიორგობიანმა დაურეკა ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც სუპერმარკეტში 4 სხვა კაცთან ერთად მივიდა, რომლებმაც კონსულტანტებზე – 19 და 21 წლის ახალგაზრდებზე ჯგუფურად იძალადეს.
ჯაკო ჩარკვიანი, რომელიც მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილია, 29 წლისაა. მასთან ერთად დაკავებულები კი 30, 28, 26 და 25 წლისები არიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ორგანიზებაში ბრალდებულებს 4-დნ 6 წლამდე, ხოლო მონაწილეობაში ბრალდებულებს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მანანა გიორგობიანისთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს იმსჯელებენ.