მანანა ამაღლობელი – ოჯახის წევრებს მზია ამაღლობელთან სატელეფონო საუბარი გვქონდა, გვითხრა – „არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“

„არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“, – გამოცემა “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ეს სიტყვები დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე მიმდინარე “საპროტესტო მანიფესტისას“ მისმა ძმისშვილმა, მანანა ამაღლობელმა გააჟღერა.
როგორც მანანა ამაღლობელმა აღნიშნა, ოჯახის წევრებს მზია ამაღლობელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც დაკავებულმა ახლობლებს ბრძოლისკენ მოუწოდა.
„არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ – ეს გვითხრა მამიდამ. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ, მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს რომ ხელი ჩავიქნიო, როგორც მზიამ გვითხრა უნდა ვიბრძოლოთ ყველგან სანამ გვიან არ არის, მზია გვჭირდები. მამიდა ძალიან გვჭირდები”, – განაცხადა მანანა ამაღლობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს