“მანამდე თქვენ არაფერი გეტკინოთ” – ასეთი რეპლიკით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ უთხრა, რომ “ოცნების” ხელისუფლების მოშორებით, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე, ამ დამოუკიდებლობას განამტკიცებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებას ოლიგარქის პარტია პარლამენტში ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ცდილობს.