მამუჩაშვილი თუ აზაროვი – ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.
გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის “ერთა ლიგაზე” ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..
სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდბელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ს “დინამოელი” თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.
ნიკა გაგნიძე
ჩვენი მხრიდან “ჯვაროსნების” თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის “დილაში” ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.
გაგნიძე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.
დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას! საზონოვი წაიყვანეთ, დაცვაში მნიშვნელოვანია მისი გამოყენება, გიბრალტართან სათამაშოთ კი არ მიდიხართ, ევროპის ჩემპიონატია,თავდამსხმელები ისედაც საკმარისზე მეტი გყავთ განაცხადში