მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი “გოლდენ სტეიტთან” – “სან ანტონიო” დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 106:148 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრენდინ პოძემსკი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 27 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.
“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა ბადი ჰილდმა 25 წუთში საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 31 მოგებითა და 43 მარცხით
დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, “ტეხასელები” მორიგ შეხვედრას 2 აპრილს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ გამართავენ.
“გოლდენ სტეიტი” 43 გამარჯვებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, “ოქროსშტატელები” 2 აპრილს უშუალო კონკურენტს, “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდებიან.