საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, იურმალაში დახურულ ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 66:76 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, 12-12 ქულა თორნიკე შენგელიამ (პლუს 8 მოხსნა) და ბექა ბურჯანაძემ ჩააგდეს, 10 კი გოგა ბითაძემ (8 მოხსნა).
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნატურალიზებული ამერიკელი კამარ ბოლდუინი ვერ დაეხმარა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი გუნდს 8 აგვისტოს შეუერთდება.
შემდეგ სპარინგს ჩვენი ნაკრები 7 აგვისტოს ესტონეთთან ჩაატარებს, რომელიც ასევე დახურული იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
