მამუკა ხაზარაძე – წარმოუდგენელია, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს – დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ

გალის რაიონში ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს. წარმოუდგენელი რაღაცაა, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს, დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას იმის „ეშინია, რომ მსოფლიოს მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ გააგებინოს“.
„ეს არის იმის შედეგი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ გინტური მოკლეს, ცინიკურად და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ჰქონია. ახლა, მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი გალის რაიონში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს. დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ. სიტყვის ამოღების ეშინიათ. ეშინიათ, რომ მსოფლიოს, დიპლომატიურ სამყაროს გააგებინოს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ესენი არიან, ასე ვთქვათ, კონფლიქტიდან კონფლიქტამდე როგორმე გადააგორონ სიტუაცია. ამით არიან დაკავებულები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას