მამუკა ხაზარაძე – ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და სამი ახალგაზრდა ლიდერი რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა! – მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი დაკავებული ირაკლი კუპრაძის და კიდევ სამი პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე, რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ – ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია