მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, გარწმუნებთ – გამარჯვება არის ძალიან ახლოს

“ლელომ“ საბურთალოზე ახალი საარჩევნო შტაბი გახსნა. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტიის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ წინასაარჩევნო პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვას, რათა ინერტულად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმონ.
„ლელო“ აგრძელებს საარჩევნო შტაბების გახსნას საქართველოს მასშტაბით. დღეს ჩვენ საარჩევნო შტაბი გავხსენით საბურთალოზე. თქვენ ხედავთ დაინტერესებას ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომელსაც სურთ ცვლილებები ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად მოხდება 26 ოქტომბერს. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით ხარაგაულში, მერე ჭიათურაში და მთელს საქართველოში ვაკეთებთ მობილიზაციას იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით იმ მოქალაქეებთან ერთად, ვისაც მთელი სულითა და გულით უნდათ ჩვენი წინსვლა, დაამარცხოს „ქართული ოცნება,“ ეს აუცილებლად მოხდება – ამაში გარწმუნებთ. გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველა ის მოქალაქე, რომელიც მაინც ინერტულად იყო აქამდე განწყობილი, დავარწმუნოთ, რომ გამოვიდნენ, იაქტიურონ და არჩევნების ყუთთან მივცეთ ხმა ევროპას, ჩვენს მშვიდობას, გრძელვადიან სტაბილურობასა და ეკონომიკურ წინსვლას“ , – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.