მამუკა ხაზარაძე – „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე

პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! -ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
როგორც ხაზარაძე წერს, აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ს და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ კანონიერი პასუხი ყველა ამ ძალადობაზე!
პირადად ივანიშვილს და გომელაურს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! ეს დაუსჯელი არ დარჩება!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.