სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება! , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებას და დაკავებებს ეხმაურება.
მამუკა ხაზარაძე მიმართავს შსს-ს თანამშრომლებს გაემიჯნონ კრიმინალს.
„შსს-ს თანამშრომლებს მივმართავ – დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?? ეს რეჟიმი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! რა სინდისით აპირებთ მერე ამ ქვეყანაში ცხოვრებას??“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
