მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად, შესაბამისად, მისი აზრით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან “ივანიშვილის არაბულ აფიორასთან!”.
“საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში.
სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ – ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება!
პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს!
ეს დანაშაულია!”, – წერს ხაზარაძე.