მამუკა ხაზარაძე: საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერების და გამარჯვების წელი ყოფილიყოს

“ჩემი ოჯახის სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერების და გამარჯვების წელი ყოფილიყოს, გამარჯვება კი, რუსული ხელისუფლების ჩამოშორებაა, ეროვნული მთავრობის ფორმირებაა, მხოლოდ ამის შემდეგ, რეალური რეფორმების და დიდი შრომის შედეგად ნამდვილად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხო მომავალი, კულტურა, ისტორია, ენა და სარწმუნოება.
გილოცავთ ახალ წელს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და ბედნიერებას🙏
გილოცავთ ახალ წელს”,  – წერს სოციალურ ქსელში  „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი .