მამუკა ხაზარაძე: როცა მეგობარს, სტუმრად ჩამოსულ კაცს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არც ქართულია და არც კაცური

“ქართულმა ოცნებამ” ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელა – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძე ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ 8 ქვეყნის წარმომადგენლებს დემარში გამოუცხადა.

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერმა ს თავმჯდომარეს “ხმების ქურდი” უწოდა.

ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენლები დღეს ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან და “ოცნების” სამარცხვინო ხალხმა არ მიიღო შეხვედრაზე. შეურაცხყოფას რომ აყენებ შენ მეგობარს და სტუმრად ჩამოსულ კაცს, ეს უკვე არც ქართულია და არც კაცური. ეს არის სამარცხვინო ხალხი. მე პირადად ვუხდი ევროკავშირის დელეგაციას ბოდიშს. ჩვენ ვიცით სტუმრის ფასი. დღეს საქართველო გზაგასაყარზე დგას და ვინც დღეს ამ გაჭირვების დროს ჩვენ გვერდით დგას, ყველას მივესალმოთ”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა