პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას, ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდოთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, , “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ -მა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე, თავის გუნდთან ერთად, გაყიდული ჯაშუშების ერთობას წარმოადგენს და საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში- ეს პოლიტიკური გზავნილი ს ეკუთვნის და ის ამ შინაარსით ადრესატამდე მივა თუ არა ამასთან დაკავშირებით მართალია დიდი კითხვის ნიშნებია, მაგრამ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, რადგან ის პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდეთ და თქვენ თქვენი ინტერესები გაატარეთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო.
ეს კაცი თავისი გუნდით არის უსამშობლო, გაყიდული ჯაშუშების ერთობა, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საქართველოში.
გამოძიებაც არ სჭირდება ამ და მათ მიერ გაჟღერებულ სხვა პოლიტიკურ მოსაზრებებს ყველა ერთად ქვეყნის ღალატის ისეთი უტყუარი ფაქტების ერთობლიობაა.” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე