– მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პარტიების ერთობა უნდა შეიქმნას, რომლებიც პროდასავლურები არიან.
„ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, არამარტო პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისეთი კონფიგურაცია უნდა ვნახოთ, რომ პირველი და უმთავრესი ერთობა შევქმნათ იმ პარტიების, რომლებიც პროდასავლურები არიან. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. რაც შეეხება კონფიგურაციას, მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, ჩვენ, ჩვენ პოზიციას ერთ-ერთი პირველი დაგიფიქსირებთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს