მამუკა ხაზარაძე – მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით – ასევე, მთავარი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა რუსების მსახურები ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის ს ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.
როგორც ხაზარაძემ განმარტა, „ქართული ქარტიის“ მიზანია, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება.
„მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით მაშინ, როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა – არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. რომ გადაავლოთ თვალი „ქართული ოცნების“ მინისტრებს მიხვდებით, სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, თუ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვა ან ეკონომიკა. ამიტომ ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით. დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლონ, რომელიც პროდასავლურია.
„ძლიერი საქართველო” შეთანხმდა ყველა პირობაზე და მზად ვიყავით ხელს მოწერაზე. რატომ ჩაიშალა, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არის პროდასავლური, ვითანამშრომლოთ, რათა რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანას ჩამოვაშოროთ. ნომერ პირველი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონი იყოს მიღებული, რათა ადამიანები, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს