– მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადებს არ იხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს – ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ტიპური „შულერია“

ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ბიძინა არის ტიპური შულერი, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს! – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნული პოსტით ხაზარაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, ძვირადღირებული ნახატების საქართველოში შემოტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“როგორ მოვიპაროთ მილიონები ბიუჯეტიდან?! როგორ გავხდეთ ქველმოქმედი?!
მოდიხარ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ევროპასთან ინტეგრაციის ლოზუნგებით. იწყებ ქველმოქმედის იმიჯის მორგებას, პარალელურად იპარავ ბიუჯეტიდან სხვადასხვა მანიპულაციებით, არ იხდი გადასახადებს, ჯიბის პარლამენტს აღებინებ ოფშორების კანონს, მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადებს არ იხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს.
ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ბიძინა არის ტიპური „შულერი“, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს!” , – წერია ხაზარაძის ფეისბუკ-პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი