– კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო

კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით წერს.
როგორც მან აღნიშნა, კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, „ამორალური სახე მიიღო“.
„ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. “ლელო” დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს.
კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი